წყვილს, რომელიც 65 წელს გადაცილებულია, ადამიანების უკანონო ვაჭრობაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და არასწრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ედება ბრალი.
ილიას აშარი 83 წლისაა, მეუღლეკი 66–ს. ამასთან, გამოძიების დროს ცნობილი გახდა, რომ ცოლ–ქმრის კანონდამრღვევ ქმედებებში, მათი 24 წლის ქალიშვილიც მონაწილეობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ცოლ–ქმარმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. ობოლი გოგონა, რომელიც 10 წლის ასაკში წყვილმა პაკისტანიდან წამოიყვანა, ტყვედ იქცია.
ბნელ ოთახში, საპირფარეშოსა და აბაზანის გარეშე ცხოვრება, გოგონას 10 წლის განმავლობაში მოუწია. ამასთან, მას არ ჰქონდა საწოლი, რის გამოც ბეტონის ფილაზე უწევდა ღამის გათენება. არაადამიანური მოპყრობის გარდა, გამოძიებით დადგინდა, რომ წყვილი გოგონას 10 წლის განმავლობაში სისტემატიურად აუპატიურებდა.
გაუპატიურებასთან ერთად, არასწრულწლოვანს აიძულებდნენ დაელაგებინა სახლი, გაემზადებინა საჭმელი და გაერეცხა ავტომობილები. ამის
... კითხვის გაგრძელება »